ნიკოლოზ დარსაველიძე: მოწიწებით ეპყრობა განსხვავებული რწმენის ადამიანი ჩვენს პატრიარქს, ჩვენთან კი სექტანტები და გადაგვარებული ქართველები დღედაღამ ლანძღავენ

ფეისბუქის მომხმარებელი ნიკოლოზ დარსაველიძე საკუთარ გვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომლითაც პატრიარქის მიმართ ქართველების დამოკიდებულებას ეხმიანება.

– “პატრიარქის შეხვედრა კავკასის მუფტისთან დავითგარეჯის საკითხზე. მეორე დღეს აზერბაიჯანი დავითგარეჯში უკან იხევს და საზღვარზე ჯარისკაცების რაოდენობას ამცირებს. ნახეთ, როგორი მოწიწებით ეპყრობა განსხვავებული რწმენის ადამიანი ჩვენს პატრიარქს, ჩვენთან კი სექტანტები და გადაგვარებული ქართველები დღედაღამ ლანძღავენ. ვინ იცის კიდევ რამდენი ასეთი პრობლემა აქვს მოგვარებული პატრიარქს ქვეყნისთვის …
ღმერთმა უწყის …” – წერს  ნიკოლოზ დარსაველიძე.

კომენტარები