ნიკოლოზ მეტრეველი: დიახ,დიპლომატები და სხვა სახელმწიფო მოხელეები უნდა დაფრინავდნენ სამთავრობო თვითფრინავით და არა ქსენია სობჩაკი ან დოქტორი დოტი
‘’დიახ, დიპლომატები და სხვა სახელმწიფო მოხელეები უნდა დაფრინავდნენ სამთავრობო თვითფრინავით და არა ქსენია სობჩაკი ან დოქტორი დოტი’’, – ამ შინაარსის სტატუსით ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ‘’ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ბელარუსში საქართველოდან გუშინ განხორციელებული ფრენის ირგვლივ ატეხილ აჟიოჟატს გამოეხმაურა.
„ის დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ბიუჯეტს პირადი სიამოვნებისთვის იყენებდა, ქართველმა ამომრჩეველმა 2012 წელს დაასრულა,- დაწერა მეტრეველმა.
ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია“ მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია ამტკიცებდა, რომ თბილისიდან მინსკში საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად გაემგზავრა და ბელარუსის მთავრობასთან მოლაპარაკებებს მართავდა. მისივე განცხადებით, მინსკიდან თბილისში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ჩამოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტს გუშინ არათუ საქართველო, არამედ თბილისიც კი არ დაუტოვებია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განმარტა, რომ მინსკში განვითარებული მოვლენების გამო ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის სამუშაო ადგილზე დაუყოვნებლივ დაბრუნება გახდა საჭირო, შეზღუდული საჰაერო მიმოსვლის გამო კი უწყებამ სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.
წყარო:postv.media