ნიკოლოზ მჟავანაძე: საბჭოთა კავშირის დროსაც კი საქართველო უფრო დამოუკიდებელი იყო ვიდრე დღეს!

– “კრემლის თვალი და ყური ცეკას მეორე მდივანი იყო რომელთანაც თანხმდებოდა მნიშვნელოვანი საკითხები ცენტრალური კომიტეტის თანხმობით. ახლა რა ხდება, ქვეყნის რეალური მმართველებია აშშ-ს და დასავლეთის საელჩოები, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი, არასამთავრობოები და უცხოური ფონდები. პრემიერი და პრეზიდენტი არის სრული ბუტაფორია. ხელისუფლებას და ოპოზიციას აკომპლექტებს აშშ და დასავლეთი, არჩევნებში გამარჯვებულის საკითხის გადაწყვეტაც სწორედ მათი პრერორაგატივაა. მედია მთლიანად კონტროლდება უცხოური ფონდებიდან. ტელევიზიაში უნდა იჯდნენ ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან ადამიანები რომელთა საკითხიც ასევე თანხმდება საელჩოში მოქმედ კურატორებთან. ყველა.ეროვნულ-კონსერვატიული ძალა აშშ-ს და დასავლეთის მიერ უმოწყალოდ ჩაწიხლულია. ასეთი სასტიკი კონტროლის ქვეშ საქართველო ცხოვრობს 30 წელია ცხოვრობს და ამ ხნის მანძილზე :
1. დავკარგეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო და დავით გარეჯი.
2. ქვეყანა გაღატაკდა და დაიმშა.
3. დაიხურა საწარმოები და მათ ადგილზე გაიხსნა ბორდელები და ნარკო-კლუბები.
4. ლუკმაპურის მაძიებელთა რიცხვის ზრდამ დემოგრაფიული მდგომარეობა შეცვალა.
5. დასავლეთის უარის გამო ვერ ვლაპარაკობთ ერთი -ერთზე ოკუპანტ რუსეთთან.
6. ქვეყანაში დასავლეთის ხელშეწყობილი ენჯეოები და პარტიები ებრძვიან ეკლესიას.
7. ნარკომომხმარებელთა რიცხვის ზრდის გამო ერი გადაშენების პირას დადგა.
გამოსავალი: აშშ და დასავლური კოლონიური მონობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი გამოსვლების დაწყება!” – წერს “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე

კომენტარები