ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს მიმართ აზერბაიჯანის არამეგობრულ დამოკიდებულებებზე საუბრობს:

– ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ მცირერიცხოვან ქართველ მართლმადიდებლებს მოქმედი სალოცავიც კი არ გააჩნიათ და უმეტესწილად საკუთარი ქრისტიანული აღმსარებლობის დაფარვაც უწევთ დისკრიმინაციის გამო, ხოლო სრულიად მიტოვებული ძველი ქართული ეკლესია-მონასტრები ინგრევა. მათ შორისაა ქალაქ ზაქათალის ცენტრალურ პარკში მდებარე ჯვარგუმბათოვანი ტაძარიც, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ტაძარს არ გააჩნია შესასვლელი კარი. ინგრევა ეკლესიის გუმბათი, ჩამოდის წყალი და კედლები აჭრელებულია წარწერებით. იქ ზოგჯერ ადგილობრივი მოზარდებიც იკრიბებიან და წმინდა სალოცავი ანტისანიტარიის ბუდედ არის გადაქცეული. სწორედ ამაზეა ნათქვამი “უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო”…

უკვე რამდენიმე წელია ასეთი დაზიანებული და შეურაცხყოფილია შოთა რუსთაველის ძეგლი ქალაქ კახის ცენტრში, ჰეიდარ ალიევის პროსპექტზე:

2009 წელს დამწვარი კახის კულტურის ცენტრი პრეზიდენტების დონეზე შეთანხმების მიუხედავად დღესაც ასე გამოიყურება… კახის კულტურის ცენტრის დამწვარ შენობაში დღეს მხოლოდ ხეები და ბუჩქები “ხარობენ”…

კომენტარები