ნიკოლ ფაშინიანი:„სომხეთი მზად არის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან“

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა:

-„სომხეთი მზად არის, რთული სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან ჯარი გაიყვანოს. მივესალმები ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეების განცხადებას. ჩვენთვის ეს ფუნდამენტურად მისაღებია. მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავიწყოთ ჯარების გაყვანა. ასევე ველით, – „მინსკის ჯგუფი“ მიაღწევს შეთანხმებას აზერბაიჯანთან, – მათაც ასევე იმოქმედონ.

ოფიციალური ერევანი მზად არის ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ დახმარებით, დაიწყოს სამუშაოების შესრულება საზღვრების დადგენის, დემარკაცია-დელიმიტაციის მიზნით, ამავე დროს, მათი ეგიდით, მთიანი ყარაბაღის რეგიონის საკითხზე მოლაპარაკებები განაახლოს“.

კომენტარები