ნიკოლ ფაშინიანი: „არ ვფიქრობ, რუსეთის მშვიდობისმყოფელების რეგიონში ყოფნა ხუთწლიანი ვადით შემოიფარგლება“

-„ცხადია, ხუთი წლის განმავლობაში უნდა მოესწროს რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტიების შექმნა, მაგრამ, რადგან ყარაბაღის კონფლიქტი გაჭიანურებულია, არ ვფიქრობ, რუსეთის მშვიდობისმყოფელების რეგიონში ყოფნა ხუთწლიანი ვადით შემოიფარგლება.

9 ნოემბერს გაფორმებულ შეთანხმებაში გაწერილი ხუთწლიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში უნდა დარჩნენ, „პროცესის დასაწყისია“.

ახლა მთავარია, მთიან ყარაბაღში სტაბილურობის შენარჩუნება, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა. იმედი მაქვს, რუსი სამშვიდობოები წარმატებულად იმოქმედებენ და ამ მისიას რეალურად შეასხამენ ხორცს.

ყარაბაღში რუსი სამხედროების ყოფნა ხუთი წლით არ შემოიფარგლება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

კომენტარები