ნიკოლ ფაშინიანი: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი – სატრანსპორტო კავშირების გახსნით რეგიონში განვითარების ლოგიკა სრულად შეიცვლება“

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 9 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის შესახებ ისაუბრა, – რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების აღდგენას ეხება. ერთ-ერთი პუნქტი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აზერბაიჯანთან დაკავშირებას ითვალისწინებს. ამ დერეფნის უსაფრთხოება, მათ შორის რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა უნდა დაიცვას.

-„სატრანსპორტო კავშირების გახსნით რეგიონში განვითარების ლოგიკა სრულად შეიცვლება.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მიმაჩნია, უახლოეს მომავალში ამ საკითხზე უნდა მოხდეს კონცენტრირება. თუ ვსაუბრობთ ეკონომიკურ სტაბილიზაციაზე, არა მხოლოდ სომხეთში, არამედ მთელ რეგიონში, უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. ის პოლიტიკური შეთანხება, რომელიც სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას ითვალისწინებს, ცხადია, შეიძლება იქცეს არა მხოლოდ რეგიონში არსებული ეკონომიკური ცვლილებების საწყის წერტილად, არამედ, შესაძლოა, რეგიონის ეკონომიკური განვითარების ლოგიკა სრულად შეცვალოს.

იმედი მაქვს, „სარკინიგზო ხაზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განბლოკვა მოხერხდება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

კომენტარები