ნიკოლ ფაშინიანი: „საერთაშორისო საზოგადოება სასწრაფოდ – სომხეთი თურქული ექსპანსიონიზმის გზაზე არის უკანასკნელი დაბრკოლება“

სომხეთი თურქული ექსპანსიონიზმის გზაზე არის უკანასკნელი დაბრკოლება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, იტალიურ გამოცემა La Republica-სთან ინტერვიუში განაცხადა.

-„საერთაშორისო საზოგადოება სასწრაფოდ თუ არ ჩაერევა, მაშინ თურქებს ვენის კარიბჭესთან იხილავენ, როგორც ეს მე-17 საუკუნეში მოხდა. საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, – თურქეთმა აზერბაიჯანის დახმარების მიზნით კონფლიქტის ზონაში სირიიდან ტერორისტები გადაისროლა.

ეს არის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, – ცივილიზაცია ბარბაროსობას უპირისპირდება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა.

კომენტარები