ნიკოლ ფაშინიანი: „სომხეთი მზად არის აზერბაიჯანთან ორმხრივი დათმობებისთვის“

სომხეთი მზად არის აზერბაიჯანთან ორმხრივი დათმობებისთვის. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ამ ინფორმაციას France-Presse ავრცელებს.

-„სომხეთი მზად არის აზერბაიჯანთან ორმხრივი დათმობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ბაქოც დათანხმდება მოლაპარაკებებს. კონფლიქტი, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სწრაფ მოგვარებას საჭიროებს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო.

სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, აზერბაიჯანმა სამხედროებს მობილიზაციისკენ მოუწოდა.

პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

 

კომენტარები