ნიკოლ ფაშინიანი: „ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, 20 000-იანი არმია ალყაში მოექცეოდ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალური ქსელით მიმართვას ავრცელებს:

-„მთიანი ყარაბაღის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, 20 000-იანი არმია ალყაში მოექცეოდ.

ყარაბაღის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტი საკითხის საბოლოო გადაწყვეტას არ გულისხმობს.

ერევანსა და სტეფანაკერტს შორის სახმელეთო კავშირის უსაფრთხოებას რუსი სამხედროები უზრუნველყოფენ.

მეთაურის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა, ჯარისკაცისთვის ამოცანის დაყენება, როდესაც ჯარისკაცი ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს შემდგომ მოვლენებზე, ვერ გადაჭრის პრობლემას და შეიძლება, უბრალოდ მოკვდეს, მაშინ სამშობლომ უნდა გაიღოს მსხვერპლი ჯარისკაცის სიცოცხლისთვის“.

სომხური მედია მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმების ტექსტს აქვეყნებს.

შეთანხმებას აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აწერენ ხელს.

კომენტარები