ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს:

ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში უნგრეთის ქალაქ ეგერში გამართული მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

თიბილაშვილმა მერვედფინალში ტაილანდელ მეტოქეს ანგარიშით 15:7 სძლია. მეოთხედფინალში, ამავე ანგარიშით მოუგო უნგრელ ამარელა ვერსს.

ნახევარფინალში ქართველი პარასპორტსმენი პოლონელ კინგა დროზთან ანგარიშით 3:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიო თასის გათამაშება ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების წინასალიცენზიო ტურნირი იყო.

 

კომენტარები