ნინა კობახიძე : მზად ვარ, კობა დავითაშვილს დავუფინანსო ერთი მკურნალობის კურსი

სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსის“ დამფუძნებელი, ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატის, კობა დავითაშვილის დღეს გავრცელებულ პოსტს ეხმაურება:

-„არასდროს ვიზიარებდი მის პოლიტიკურ ხედვას, არასდროს მომწონდა მისი პოლიტ შეფასებები, მაგრამ მომწონდა ის ბრძოლა, როგორც ებრძოდა უსამართლობას!

მზად ვარ დავუფინანსო ერთი მკურნალობის კურსი და ესაა მთავრობის და სახელმწიფოს ვალი, რომ სამედიცინო დახმარება გაუწიოს იმათ, ვისაც ჭირდება სრული მოცულობით ყოველთვის და არა იმათ ვისთვისაც ეს სულერთია!”

კობა დავითაშვილი სახელმწიფოს მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ მან საჯარო პოსტი გამოაქვეყნა.  დავითაშვილი წერს, მისი დაავადებიდან გამომდინარე, 2 თვეში ერთხელ აუცილებლად ესაჭიროება მედიკამენტი, რომელიც ძვირი ღირს და რომლის შესაძენადაც თანხა არ აქვს.

 

კომენტარები