ნინო ბურჯანაძე, დავით გარეჯის საქმე – „, ამ თემის კონტექსტი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და უსინდისო, – რაღაცაზე და ვიღაცაზე გასვლა უნდათ – სამიზნე სავარაუდოდ, ბოკერია და სააკაშვილია“

-„ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი დაისჯება, არ დაისჯება, ციხეში იქნება, თუ არ იქნება, ეს ხელისუფლებისთვის სამიზნე და ამოცანა ვერ იქნებოდა. ზოგადად, ამ თემის კონტექსტი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და უსინდისო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

ფაქტია,- რაღაცაზე და ვიღაცაზე გასვლა უნდათ. ამ სიტუაციაში ჩართული იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, უშიშროების საბჭო, პრეზიდენტი და პარლამენტი, როგორც კოლექტიური ორგანო. პარლამენტს, როგორც კოლექტიურ ორგანოს რამეს, ალბათ, ვერ დააბრალებდნენ. საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი მათი სამიზნე არ არის. ალბათ, სავარაუდოდ, ბოკერია – სააკაშვილი და ზოგადად, წინა ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება საზრდოობს მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ „რა ცუდია წინა ხელისუფლება“. ანუ, ჩვენ რა კარგი ვართ, რა კარგ რამეებს ვაკეთებთო კი არა, ისინი იყვნენ ცუდებიო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არჩევნების წინ ეს იყო მთავარი სამიზნე“, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბუჯრჯანაძემ  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში – „360 გრადუსი“.

მისი თქმით, ის, რომ

კომენტარები