ნინო ბურჯანაძე მისი სახელით გავრცელებულ ფრაზას უარჰყოფს

ნინო ბურჯანაძე, სოციალურ ქსელში მისი სახელით გავრცელებულ ფრაზას უარჰყოფს და წერს რომ ამის უკან, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტები დგანან –

“ვინც ეს ფრაზა შეთზხა და ჩემს ნათქვამათ გაავრცელა,რით განსხვავდება იმ ხალხისგან, ვინც ტაშს უკრავდა 26 მაისის დარბევას?

ქართული ოცნების ბინძური პროპაგანდისტების ეს ამორალური საქციელი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ამ ყოველივეს შემოქმედებს, არანაკლებ ძვირად დაუჯდებათ იმ ტრაგიკული დღით ამორალური მანიპულირება, ვიდრე ეს წინა ხელისუფლებას დაუჯდა.

9 წლის მანძილზე 26 მაისს დაზარალებული არც ერთი ადამიანი თქვენ არ გაგხსენებიათ ! სამწუხაროდ თქვენ საბოლოოდ დაკარგეთ სახე…”-წერს ნინო ბურჯანაძე სოციალურ ქსელში

თუმცა ფაქტია, რომ ნინო ბურჯანაძე მოლაპარაკების მაგიდასთან სწორედ იმ ადამიანებთან ერთად ზის ვინც 26 მაისი “მოაწყო”! ახლა მისი თანამოაზრეები სწორედ ის შემსრულებლები და დამკვეთები არიან ვინც 2011 წლის 26 მაისს ადამიანთა გვამები სახურავებზე შემოაწყო, თვალები დათხარა, აწამა და შემდეგ მათი სისხლისგან გადარეცხილ მოედანზე აღლუმი ჩაატარა!

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები