1
პარტია “ერთიანი საქართველო”-ს თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ პალიტრანიუსი”-ს გადაცემაში – “პოლიტიკურ სივრცე” სტუმრობისას განაცხადა:
-„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ისეთი აცრა გამიკეთა და ისეთი რაღაცები დამაბრალა, რომ ამ ხელისუფლებამ რაღა უნდა თქვას?! ყველაფერი ნათქვამია, რისი თქმაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა.
მე რასაც ვაკეთებდი, არც ერთ ჩემს ნათქვამს და ნაბიჯს, არა თუ დაუზარალებია ჩვენი ქვეყანა, არამედ ყველა ეს ნაბიჯი მიმართული იყო იქითკენ, რომ რაღაც პერსპექტივა გახსნილიყო. მე ამ ხელისუფლებას რომ ვაკრიტიკებ და პრორუსულს ვეძახი, იცით, რატომ ვეძახი? – ეს ხელისუფლება ინარჩუნებს სტატუსკვოს, რომელიც არ აწყობს საქართველოს, მაგრამ აწყობს რუსეთს“.