ნინო ბურჯანაძე – „პოზნერის გადაცემაში ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას, რომ დავაფიქსირო“

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:

-„ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლა საქართველოში უდროო იყო, დრო სწორად არ იყო შერჩეული, ქვეყანაში ძლიან მძიმე მდგომარეობაა. მის გადაცემაში და ნებისმიერი სხვა ჟურნალისტის გადაცემაში, რომელსაც ასი მილიონი ადამიანი უყურებს, ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას, რომ დავაფიქსირო ჩემი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის ისიც, რომ საქართველოა როგორც აფხაზეთი, ისევე სამაჩაბლო“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს, საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო “ვინოტელის” დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია.

კომენტარები