ნინო ბურჯანაძე – შემიძლია გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები, რომ პირველ ეტაპზე, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაცია შეჩერდეს

სამარცხვინოა, როდესაც შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრი უკანონო ბორდერიზაციას საერთოდ არ ახსენებს, ვითომ ეს ტერიტორია არ იყოს ჩვენი ნაწილი, – ამის შესეხებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ნიქოზში რუსი ოკუპანტების მხრიდან განხორციელებულ უკანონო ბორდერიზაციაზე ისაუბრა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, უკანონო ბორდერიზაციაზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება მინიმუმი იყო, როდესაც ითქვა, რომ ამ საკითხთან მიმართებით ამოქმედდა ცხელი ხზაზი, ინფორმირებულია ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ევროკვშირის სადამკვირვებლო მისია.

“არასდროს შემოვიფარგლები იმით, რომ გავაგებინო საერთაშორისო საზოგადოებას, რომ პრობლემა თურმე არსებობს, რომ ბორდერიზაცია გააქტიურდა. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების მოქმედება ნულია, არამარტო ნული, არამედ, როცა 8 წლის განმავლობაში ნულოვანია ხელისუფლების რეაგირება ამაზე, ეს უკვე მინუსებში გადადის. დიახ, ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით არაფრის მაქნისი და არაფრის გამკეთებელია. დიახ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი ძალით და გამოცდილებით მოგვარდება ეს პრობლემა“, – განაცხადა ბუჯანაძემ.

 

წყარო: “interpressnews.ge”.

კომენტარები