ნინო ლომჯარიას დანიშვნა ამერიკის მაშინდელი ელჩის პირდაპირი დირექტივა იყო
სახალხო დამცველის პოსტზე “ქართულმა ოცნებამ” “ოპოზიციის კანდატურას” კი არ დაუჭირა მხარი, ნინო ლომჯარიას სახით, არამედ მხარი დაუჭირა მისი და ნაციონალური მოძრაობის ერთობლივ კანდიდატურას! შეთანხმებულ კანდიდატურას! ვინ იყო ამ შეთანხმების წყარო? მაშინდელი ამერიკის ელჩი საქართველოში!რომლის პირდაპირი დირექტივაც იყო ლომჯარიას დანიშვნა! თორემ სახალხო დამცველის არჩევისას პარლამენტს ჰქონდა ალტერნატიული არჩევანის საშუალება – პატრიოტთა ალიანსმა წარადგინა გიორგი ფოფხაძე, რომელიც სწორედაც რომ მიუკერძოებელი სახალხო დამცველი იქნებოდა. “ქართული ოცნება” სახალხო დამცველის კანდიდტურაზე ნაციონალურ მოძრაობას გაურიგდა და პატრიოტების კანდიდატურა უგუვებელჰყო, ამიტომ რაც დათესეს, ახლა იმას იმკიან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანით ცდილობენ ნაცმოძრაობასთან საკუთარი გარიგების გადაფარვას. სამწუხაროა, რომ საზოგადოების ნაწილსაც მოკლე მეხსიერება აქვს და მუდმივად სჭირდება იმისი გახსენება, რაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ხდებოდა საქართველოს პარლამენტში.
ირაკლი ჯანყარაშვილი