ნინო ლომჯარია: „ვიდეოზე, რომელიც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარადგინა, უკანონო ვერაფერი დავინახე, პირიქით, მიმაჩნია, რომ სერიოზული კითხვები არის ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით“

-„ვიდეოზე, რომელიც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარადგინა, უკანონო ვერაფერი დავინახე, პირიქით, მიმაჩნია, რომ სერიოზული კითხვები არის ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი დაიწყებს შესწავლას, რატომ იყო ვიდეო ამდენი ხნის განმავლობაში დაარქივებული და პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლის უკანონო მიყურადება ხომ არ ხდებოდა.

 არსებობს სიტუაციები, როდესაც პატიმართან ურთიერთობისთვის შესაძლებელია, საჭირო იყოს მასთან რაღაც ადამიანურ ურთიერთობასა და ნდობაში შესვლა. ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენი წარმომადგენლები ამ მიდგომებს ირჩევენ. მიმაჩნია, რომ სერიოზული კითხვები არის საერთოდ, აღნიშნული ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით, რატომ არის შენახული და დაარქივებული ამდენი თვის განმავლობაში, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში აღნიშნული ვიდეო. სახალხო დამცველი ამ საკითხის, მისი კანონიერების შესწავლას აუცილებლად დაიწყებს და ასევე შევისწავლით, რამდენად ხდებოდა უკანონოდ მიყურადება ან თვალთვალი სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიმართ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსა და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუსმინეს. ​

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დღეს სახალხო დამცველი მოხსენება მოისმინეს,  რომელიც N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე სპეციალურ ანგარიშს ეხება. ანგარიშში ასახულ საკითხებზე კი, კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა.

თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დამსწრეებს, სახალხო დამცველის ანგარიშის საპასუხოდ, პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების შესახებ ვიდეო აჩვენა.

თეა წულუკიანი: „ვიდეოები, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე წარვადგინე, აბსოლუტურად კანონიერად არის ჩაწერილი.

ჩანაწერები სწორედ სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებით ინახება“.

 

 

კომენტარები