ნინო ლომჯარია – „თუ გიგი უგულავას საქმე წავა სტრასბურგის სასამართლოში, დიდი ალბათობით, სტრასბურგი გიგი უგულავას მიმართ სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევას დაადგენს“

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლიური ანგარიში წარადგინა.

-„თუ გიგი უგულავას საქმე წავა სტრასბურგის სასამართლოში, დიდი ალბათობით, სტრასბურგი გიგი უგულავას მიმართ სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევას დაადგენს.

არ შეიძლება, პროკურორი, რომელმაც გაასაჩივრა ადამიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი უზენაეს სასამართლოში, შემდგომში ამ ადამიანს დახვდეს, როგორც გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს იყო სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა გიგი უგულავას მიმართ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მის მიმართ ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდა პოლიტიკურ კონტექსტში და მას შემდეგ, რაც საქართველოში პოლიტიკურად დაიძაბა ვითარება, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნები, რატომ შეიძლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ქვეყნის მხარდამჭერები განიხილავდნენ მას, როგორც პოტენციურად პოლიტიკურ პატიმარს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ

კომენტარები