ნინო ლომჯარია -„ივერი მელაშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს“

კარტოგრაფების საქმეში ბრალდებულ ივერი მელაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

-„ეს მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაც იქნება,  მომავალში მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს.  ბრალდებულების მიმართ აგრესიული განწყობების ჩამოყალიბებას საქმის პოლიტიზირებამ შეუწყო ხელი.

ამტკიცებდნენ, – ჩადენილია დანაშაული, ამ დანაშაულის მონაწილე პირები სამშობლოს მოღალატეები არიან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა. ვფიქრობ,  მსგავსი განცხადებები ახალისებს ბრალდებულების მიმართ არა მარტო აგრესიას, არამედ საზოგადოებრივი მართლმსაჯულების განხორციელების რისკს აჩენს. აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება,  საქმესთან დაკავშირებით გარემოებები შესწავლილი უნდა იყოს“, – განაცხადა  ნინო ლომჯარიამ.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს ერთ-ერთ მაღაზიაში მოქალაქემ “მოღალატე” , „გამყიდველი“ უწოდა.

-„როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“, – განაცხადა  დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა 28 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში.

გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 28 იანვარს, 20-20 ათას ლარიანი გირაოთი, სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ. განაცხადა, – „მა­ღა­ზი­ა­ში ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტზე მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო პრო­პა­გან­და.

კომენტარები