ნინო ლომჯარია მოუწოდებს მოქალაქეებს, საარჩევნო პროცესის დარღვევის შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატს მიმართონ

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამ დროისათვის, სამეგრელოში იმყოფებიან და შუალედური არჩევნების მსვლელობისას მომხდარ ინციდენტებზე ოპერატიულად რეაგირებენ, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ომბუდსმენი მოუწოდებს ყველა პირს, საარჩევნო პროცესის დროს, უფლებადარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს მიმართონ.

“საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები სამეგრელოში იმყოფებიან და ოპერატიულად რეაგირებენ შუალედური არჩევნების მსვლელობისას მომხდარ ინციდენტებზე. მათ არაერთი საარჩევნო უბანი მოინახულეს, შეხვდნენ დაკავებულებს და აგრძელებენ ადამიანის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირებას. სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პირს, საარჩევნო პროცესისას უფლებადარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართონ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს, ასევე, დარეკონ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 14-81”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები