ნინო ქათამაძე, 21 მარტს “ფეისბუქზე” ლაივკონცერტს გამართავს. ონცერტი ერთ საათს გასტანს

გიორგი გვარჯალაძის ხმის ჩამწერი სტუდია Leno Records იწყებს ლაივების სერიას ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით. ლენო რეკორდსის “ფეისბუქ”-გვერდზე, ლაივსტრიმის საშუალებით, გექნებათ შესაძლებლობა, მოისმინოთ და ნახოთ სხვადასხვა ჯგუფისა თუ შემსრულებლის კონცერტი.

“ლენოს სესიების” პირველი სტუმარი იქნება ნინო ქათამაძე, რომელიც ლაივპერფორმანსს წარმოდგენს პაპუნა შარიქაძესთან, მიშო ჯაფარიძესთან, ლაშა დეისაძესა და ზაზა ცერცვაძესთან, ასევე ხონძისთან ერთად.

კონცერტის ნახვა ლენო რეკორდსის გვერდზე 21 მარტს, საღამოს რვა საათიდან შეგიძლიათ. კონცერტი ერთ საათს გასტანს.

კომენტარები