ნინო ჯანგირაშვილი კახა კალაძეს საჯაროდ ბრიყვს უწოდებს – „შოკში ვარ“

-„შოკში ვარ კალაძის სიბრიყვის და თავხედობის მაშტაბით. მოადგა ორთაჭალას, სადაც საცობი არასოდეს ყოფილა. ბაგრატიონის ძეგლთან წრეს აფართოებს ისე, რომ გზას ჩამოაჭრა სამი ზოლი. დატოვა ფაქტიურად ერთი ზოლი იმ ადგილზე, სადაც სხვადასხვა მიმართულებით უხვევენ ავტობუსები და მანქანები. ამ ერთ ზოლში უნდა გაეკვეხოს ავტობუსიც და მანქანაც. ეს წრე ფაქტიურად კვანძია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ანაწილებს ნაკადებს. აქვეა ოთხი სამინისტრო, სიახლოვეს ავტოსადგური და უამრავი დაწესებულება. უკვე დაიწყო ჯოჯოხეთი და წარმოდგენაც არ მინდა რა იქნება მომავალში. ვინმემ რომ გააკავოს ეს არანორმალური არ შეიძლება?”- წერს ჟურნალისტი და ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ორთაჭალის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში .

კომენტარები