ნინული ქავთარაძე: შუბლის ძარღვის ოპერაცია არ კეთდება და მაგ დაწყვეტილი შუბლებით მოგიწევთ უფლის წინაშე წარდგომა

– „არარაობები ხართ ის არსებები, ვინც სიწმინდეებსა და სარწმუნოებას პოლიტიკისთვის იყენებთ და ამით ცდილობთ თავის დამკვიდრებას საზოგადოებაში, არარაობები და ბოროტ შეჩენილი სულ დაკარგულები. ვისთვისაც მხოლოდ ფული და ძალაუფლებაა წმინდათა წმინდა…. ვითომ ჰუმანურობისა და სიკეთის ქურქში გამოწყობილი ბოროტი მასები, რომელთა მიზანია დაამცირონ და შეურაცხყოს ყველაფერი ის რაც საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობისთვის წმინდა და ყველაზე მაღლა მდგომია,

კორონას საბაბით რიგ რიგობით ლანძღეთ სასულიერო პირები, ,მკვლელებად აცხადეთ, ჯვარს აცვით და ტალახი არ დაიშურეთ, მრევლი გაუნათლებელ ბნელთა სიაში ჩამოწერეთ არადა სიბნელე და ბოროტება თქვენ დანერგეთ და ეკლესიისაგან ამ საბაბით ეცადეთ გამოგეგლიჯათ მრევლი – არადა პირიქით მოხდა – ბევრი თქვენს მოწოდებებს აყოლილი სინანულში ჩავარდა, იმატა ეკლესიაში ხალხმა მრევლმა იხილა რა რომ ეს დაანონსებული კუბოების და ეკლესიის კლასტერი ღმერთმა არ დაუშვა… ჰო და, რისი თქმა მინდოდა – სადაც თქვენი კამერებია იქვეა ჩვენიც, სადაც თქვენი გაშუქებული ტყუილია – იქვეა ჩვენი მასალაც რეალური სიმართლით: შეიძლება არ მოგწონდეს სასულიერო პირი, არ მოგწონდეს ინსტიტუტი ზოგადად, არ იზიარებდე მათ პოზიციას, მაგრამ როდესაც სიწმინდეებზე და სარწმუნოებაზე მიგაქვს იერიში რითიც ცდილობ “დასაჯო” ის ვინც არ მოგწონს, გახსოვდეს რომ ებრძვი არა კონკრეტულ პირს არამედ ღმერთს…… შეგიყოლიათ სიძულვილმა და ღვთის გმობამდე მიგიყვანათ ….. რა უნდა გითხრათ – მეცოდებით.

პს: შუბლის ძარღვის ოპერაცია არ კეთდება და პოლიტიკაც დროებითია…  საბოლოოდ ღვთის წინაშე მაგ თქვენი დაწყვეტილი შუბლებით მოგიწევთ წარდგომა
და კიდევ ერთი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, საქართველოში მართლმადიდებელს სარწმუნოების დაცვა გენეტიკურ მეხსიერებაში ისე აქვს გამჯდარი, თქვენი მდაბიო და სამარცხვინო ცილისმწამებლური გამოხტომები ვერაფერს დააკლებს!“ – წერს პორტალ „დედაქალაქის“ დამფუძნებელი ნინული ქავთარაძე

კომენტარები