ნიუ-იორკში დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში გადაუღებლად თოვს. ნიუ-იორკის მერმა, ბილ დი ბლაზიომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და პენსილვანიის მცხოვრებლებს პრობლემები შეუქმნა, თოვლის საფარის სიმაღლემ 60 სანტიმეტრს გადააჭარბა.

დიდთოვლობამ სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. დროებით შეჩერდა ვაქცინაციის პროგრამა. ხელისუფლებამ ხანდაზმულ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

 

კომენტარები