ნიუ-იორკში 18 წლის ქართველი ჯაბა ადამია მოკლეს

ნიუ-იორკში,  ბრუკლინში აღმოსავლეთ 21-ე ქუჩისა და ავენიუ პ-ის შორის, 18 წლის  ჯაბა ადამია მოკლეს. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ნიუ-იორკის პოლიციის ინფორმაციით,  შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ჯაბა ადამია უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.სასწაფო დახმარების მანქანით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ადამია მკვლელობის ადგილიდან, დაახლოებით 800 მეტრში ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, ადამიას დაზიანებები ცივი იარაღით მკერდის არეში აქვს მიყენებული.

ვინ მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ამ დროისთვის უცნობია. ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ასევე ქართველია, ის სამართალდამცველებს უკვე დაკავებული ჰყავთ.

კომენტარები