ნიცაში თავდამსხმელმა ქალს თავი მოჰკვეთა- დანით შეიარაღებული კაცი ბაზილიკაში მყოფებს თავს დაესხა,

ნიცაში, ინციდენტი  მოხდა, დანით შეიარაღებული კაცის თავდასხმის შედეგად  სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა. ამის შესახებ BBC ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ნიცის მერის, კრისტიან ესტროსის განცხადებით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან 10 წუთში დააკავეს. ყველაფერი ტერაქტზე მიანიშნებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს, ნიცის ცენტრში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანით შეიარაღებული კაცით ბაზილიკა ნოტრ-დამში მყოფებს დაესხა თავს.

BFMTV-ის ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელმა ერთ-ერთ ქალს  თავი მოჰკვეთა, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ერთი ქალი მან ბაზილიკაში მოკლა, მეორე გვერდით მდებარე კაფეში, სადაც ის დამნაშავისგან მიმალვას ცდილობდა. მესამე გარდაცვლილი კაცია.

თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა, დაკავებისას ის დაიჭრა, ახლა ჰოსპიტალში იმყოფება. მის ვინაობასა და მოტივებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები