ნოდარ დუმბაძის ჩანაწერებიდან – „ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვკითხულობდი
„ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვკითხულობდი.
– გამარჯობა, ძამიკო, – მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო. (ამ დროისათვის უკვე მცნობდა ბატონი გალაკტიონი)
– გამარჯობა, ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად, უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ?- ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.
– წამოდი, ძამიკო, ჩემთან!
–გალაკტიონმა მკლავში გამიყარა ხელი და ვერის ბაზრის გვერდით ლუდხანაში შემიყვანა.
იმ წიგნის საყიდელ ფულსაც და ზოგ სხვასაც წირვა გამოვუყვანეთ, გალაკტიონმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:
– ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო, გალაკტიონი კი ქართულად, მხოლოდ ქართულად“.
ნოდარ დუმბაძის ჩანაწერებიდან.