ნოდარ ხუციშვილი, გარდაცვლილი გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მედიის მუშაობას აკრიტიკებს. -“ჩემი აზრით უბრალოდ ადამიანურად არ უნდა შეგეძლოს, აი ვერ უნდა აკეთებდე ამას.”

მომღერალნოდარ ხუციშვილი, გარდაცვლილი გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მედიის მუშაობას აკრიტიკებს.

“როდესაც გარდაცვლილი შვილის მამა იგებს ამბავს, რომლის იქით ალბათ ტკივილი არ არსებობს. ამ დროს შენ შეგიძლია ამ კაცის გვერდზე, ერთ მეტრში დადგე და ხმამაღლა, თითქმის იყვირო “თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ, როგორ მოვიდნენ გარდაცვლილის მშობლები შემთხვევის ადგილზე” და ეს ითვლებოდეს “პროფესიონალიზმად”, ცუდია ასეთ სამყაროში ცხოვრება .

ჩემი აზრით უბრალოდ ადამიანურად არ უნდა შეგეძლოს, აი ვერ უნდა აკეთებდე ამას. გამართლება ამის იმით, რომ ხალხს აინტერესებს. ძალიან დასანანია, რომ ამას აჯერებენ ახალგაზრდებს, რომ ეს არის მათი საქმე. და ზღვარი ამ ვითომ “პროფესიონალიზმსა” და ადამიანობას შორის საშინლად აცდენლია

ძალიან დიდი წილი აქვს ამ ყველაფერს ხალხის ფსიქიკურ აშლილობაში. მთავარია პირველი იყო, თქვა და მერე ვისზე როგორ იმოქმედებს, რა მნიშვნელობა აქვს!?.

მთავარია ხმაურიანი სათაური. გულწრფელად ვიზიარებ ვინც მსხვერპლია და სჯერა, რომ კარგ საქმეს აკეთებს ამით. გისურვებთ, რომ არაფერს, არანაირ საქმეს არ გადაეფაროს თქვენში ადამიანი.”- წერს ნოდარ ხუციშვილი.

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები