ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში დღეში 3-4 ათას კოვიდინფიცირებულს პროგნოზირებენ

-„ხვალ გვექნება ჩვენი განახლებული პროგნიზები. დაახლოებით 3 სხვადასხვა მათემატიკურ მოდელს ვიყენებთ, საქართველოში, ნოემბრის შუა რიცხვებში კოვიდინფიცირების  3-4 ათასი შემთხვევა იქნება.  ბოლო დღეებში 8-9 ათასი ტესტი ტარდება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 24 562-ს შეადგენს. აქედან გამოაჯნმრთელებულია 9751 ადამიანი. გარდაიცვალა 5 პაციენტი.

686 თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში – 487, იმერეთში -356 , სამეგრელო ზემო-სვანეთი – 69 , ქვემო ქართლში -36 , შიდა ქართლში – 35, კახეთში – , გურიაში – 17, მცხეთა მთიანეთი – 12 , სამცხე-ჯავახეთი – 30, კახეთში – 24 რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7 ახალი შემთხვევა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშ იმყოფება 4408 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 3 155.

კომენტარები