ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს პირველი ქალი გრანდმაისტერია (დიდოსტატი) – „რეალური ლაზიერის გამბიტი – როგორ დაიპყრო ქართველმა ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკის სამყარო.”
გამოცემა calvertjournal.com სტატიას აქვეყნებს, სათაურით – „რეალური ლაზიერის გამბიტი – როგორ დაიპყრო ქართველმა ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკის სამყარო.”
სტატიის შემოკლებული ვერსია:
-„გაიცანით მსოფლიოს პირველი ქალი გრანდმაისტერი, – ჭადრაკის თამაშს საქართველოში პოპულარიზაცია გაუწია, არსებობს მისი სახელობის ჭადრაკის სასახლე, დღემდე ასპარეზობს სხვადასხვა შეჯიბრებებში.
უკვე ნახავდით “ნეტფლიქსის” სერიალს – The Queen’s Gambit, – ამბავი პერსონაჟ ბეთ ჰარმონის გარშემო ვითარდება, აღწერილია, როგორ აღწევს ის წარმატებას, როგორ მიდის დიდებისკენ საკუთარ შინაგან დემონებთან ბრძოლის ფონზე.
როდესაც ჰარმონი მოსკოვში საბჭოთა კავშირის ყველაზე წარმატებულ მოთამაშეებს ხვდება, სერიალში ნახსენებია საბჭოთა ქალი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სახელი. ჰარმონის ისტორია გამოგონილია, გაფრინდაშვილი ნამდვილი მოჭადრაკეა საქართველოდან, მან ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ხუთჯერ გახდა. სერიალში, გაფრინდაშვილი წარმოგდგენილია, როგორც “ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონს, რომელსაც არასდროს უთამაშია კაც მოჭადრაკეებთან“, ნონა გაფრინდაშვილი ბევჯერ დაპირისპირებია მამაკაც ოპონენტებს.
ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს პირველი ქალი გრანდმაისტერია (დიდოსტატი). ეს მოჭადრაკისთვის უმაღლესი ტიტულია. ეს ჯილდო მან 37 წლის ასაკში მიიღო.
Calvert journal-თან ნონა გაფრინდაშვილი აცხადებს
– „სერიალში მის შესახებ თქმული არ შეესაბამება სიმართლეს. ესტონელი კერესიდან და სერბი გლიგორიჩიდან დაწყებული, ამერიკელი ტარჟანით და ლატვიელი ტალით დამთავრებული, ბევრ დიდებულ გრანდმაისტერთან მითამაშია. სერიალში რასავ ამბობენ, სრულებით არ შესასაბამება სიმართლეს, სამარცხვინოა ვინმეს მიღწევების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება“.
ნონა გაფრინდაშვილი 1941 წელს ზუგდიდში დაიბადა. მშობლებთან და ძმებთან ერთად გაიზარდა.
-„ძალიან აქტიური ოჯახი ვიყავით, ვთამაშობდით ყველაფერს, ფეხბურთიდან დაწყებული, ფრენბურთით, მაგიდის ჩიგბურთითა და ბილიარდით დამთავრებული. ჩემი სახლის ბაღში ტურნირები მთელ სამეზობლოს იზიდავდა.
ყველა იმ თამაშიდან, რომელსაც ვთამაშობდი, ყველაზე მეტად ჭადრაკმა მიმიჯაჭვა. ყველაფერში ბავშვობიდანვე კონკურენტუნარიანობას ვიჩენდი, არაფრის დათმობა არ მჩვეოდა. ვიყავი და ახლაც ვარ ძალიან კონკურენტუნარიანი, ეს ყველაზე მეტად დამეხმარა ჭადრაკში“, – აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი.
1954 წელს, 12 წლის ასაკში ბათუმში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მას შემდეგ მიიღო მონაწილეობა, რაც თავისი ძმა ჩაანაცვლა, – გამოცდების გამო ჭადრაკის შეჯიბრში მონაწილეობის დრო არ ჰქონდა. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა ცნობილმა ქართველმა ჭადრაკის მწვრთნელმა, ვახტან ქარსელაძემ გაფრინდაშვილი, მისი მშობლები დაარრმუნა, რომ ნონა თბილისში გადაეყვანათ, შემდეგ მას უკვე შეეძლო დედაქალაქის საჭადრაკო სკოლაში ევარჯიშა. ორი წლის შემდეგ გაფრინდაშვილმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ქალებს შორის, – 1956 წელს, შემდეგ, სამი წლის განმავლობაშიც ჩემპიონი გახდა.
იმ პერიოდში საქართველოში ჯერ არ ჰყავდათ მსოფლიო ჩემპიონი, ჭადრაკი სპორტის პოპულარული სახეობა იყო.
-„ყველას უყვარდა ჭადრაკი. ეს იყო თამაში, რომელიც ყველას გვაერთიანებდა. შესვენების დროს ხშირად ნახავდით ადამიანებს, რომლებიც ჭადრაკს ეთამაშებოდნენ ერთმანეთს”, – აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი.
21 წლის ასაკში მოიპოვა ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა მას შემდეგ, როდესაც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, რუსი მოჭადრაკე – ელისავეტა ბუკოვა დაამარცხა. ეს იყო უდიდესი გამარჯვება – ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, საქართველოსთვის.
მოსკოვში მისმა გამარჯვებამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, მსოფლიოს ჩემპიონობიდან ერთი წლის შემდეგ, მიიწვიეს ჭადრაკის ექსკლუზიურ ჩემპიონატზე, ჰასტინგსის ტურნირზე ინგლისში, რომელსაც მსოფლიოს ტოპ კლასის მოთამაშეები ესწრებოდნენ. ის იყო მეორე ქალი, რომელსაც ოდესმე ამ ტურნირზე უასპარეზია და პირველი ქალი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა,
1965 წელს ის ჰასტინგსში კვლავ მიიწვიეს, ისეთი მოჭადრაკეების წინააღმდეგ ითამაშა, როგორიცაა – მიხაილ ტალია. მან დაამარცხა ყველა ბრიტანელი მოთამაშე, ეთამაშა პაულ კერესს. შემდეგ, ნონა გაფრინდაშვილმა რეიტინგში იგივე ადგილი დაიკავა, როგორიც ეკავა მსოფლიოს ჩემპიონ მიხაილ ბოტვინიკს, რომელმაც ჰასტინგსის ტურნირში მონაწილეობა პირველად 1934-35 წლებში მიიღო.
ნონა გაფრინდაშვილი ცნობილია თავისი აგრესიული სათამაშო სტილით, ტაქტიკური ოსტატობით, სვლებსა და კარგ კომბინაციებზე გაწაფული თვალით.
სერიალ “ლაზიერის გამბიტის“ პერსონაჟი, ბეთ ჰარმონი ებრძვის ნარკომანიასა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და ისეა ნაჩვენები, შესაძლოა, ჭადრაკს მავნე გავლენაც ჰქონდეს მოთამაშეზე. გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ნიჭი საკმარისი არ არის – „შენ უნდა იყო ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძლიერი და უნდა ისწრაფვოდე საუკეთესოობისკენ“.
-სტრესს როდესაც ვგრძნობდი, მაშინვე სხვა სპორტზე გადავდიოდი, ვუსმენდი მუსიკას, ან ვკითხულობდი, – მიყვარს კითხვა. ახლა 80 წლის ვარ, ძალიან ბევრი საჭადრაკო მატჩი ვითამაშე, ვერ გავიხსენებ დროს, როცა პრობლემები მქონდა ძილთან დაკავშირებით, არ ყოფილა შემთხვევა, როცა ანტიდეპრესანტები, ან საძილე საშუალებები რაიმე ფორმით დამჭირვებია“, – აცხადებს გაფრინდაშვილი.
გაფრინდაშვილს მოტივაციას რაც ჰმატებდა, თამაშის სილამაზისადმი მისი სიყვარული იყო, ვიდრე გამარჯვების დევნა.
1978 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ნონა გაფრინდაშვილმა ქართველ მოჭადრაკესთან, მაია ჩიბურდანიძესთან დათმო, რომელიც იმ დროს 17 წლის იყო, 2010 წლამდე მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი იყო. ეს მატჩი საქართველოს საჭადრაკო ისტორიაში ახალი თავის დასაწყისად ჩაიწერა. შემდეგ მსოფლიო ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატების ოთხ ფინალში ქართული გვარები ჟღერდა – ქართველები ქართველების წინააღმდეგ (1975, 1978, 1081, 1988 წლები) გაფრინდაშვილი, ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი. მათ ჭადრაკის სამყაროში მოიხსენიებდნენ – “დრუჟინა”.
1995 წელს, ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო ვეტერან ქალ მოჭადრაკეებს შორის, ის უკვე წარმოადგენდა არა საბჭოთა კავშირს, არამედ – საქართველოს.
კითხვაზე, როგორ შეიძლებოდა ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა ასეთი გამარჯვებები ასეთი დიდი დროის განმავლობაში შეენარჩუნებინა, გაფრინდაშვილმა ხუმრობით განაცხადა, – ამის საიდუმლო “მზიანი ამინდი და შესანიშნავი ღვინოა“.
ქართველების საჭადრაკო წარმატების შესახებ, სტატიის ავტორი ერთ ისტორიას იხსენებს, – შესაძლოა, რეალურად, წარმატების საიდუმლო ფესვგადგმული იყოს ისტორიაში, – 12-ე საუკუნიდან საქართველოში ტრადიციაა, ქართველი პატარძლები საქორწინო საჩუქრად იღებენ ჭადრაკს და შოთა რუსთაველის პოემას, “ვეფხისტყაოსანს“.
ცნობილი ქართველი ქალი მოჭადრაკეების ისტორიები ახლა ფილმის – “დიდება დედოფალს“ მთავარი თემაა. ფილმის პრემიერა სექტემბრის დასაწყისში გაიმართა, სერბეთის თავისუფალი ზონის ფილმების ფესტივალზე მაყურებლის პრიზის გამარჯვებული გახდა.
ფილმის რეჟისორები, თათია სხირტლაძე და ანა ხაზარაძე არიან. სხირტლაძე ნონა გაფრინდაშვილს ახასიათებს, როგორც თავდაჯერებულ და ძლიერ ადამიანს, – „ნონა შეუჩერებელია, გამორიცხულია, მისი გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. მაშინ, როცა სხვები ნერვიულობდნენ და თავიანთი თამაშებისთვის ემზადებოდნენ, ნონა ტურნირამდე ღამით ფეხბურთს უყურებდა“.
გამოცემა წერს, – ოთხი წარმატებული ქართველი ქალი ჩემპიონიდან გაფრინდაშვილი ერთადერთია, რომელიც დღემდე მონაწილეობს ტურნირებში.
-„ვიმედოვნებ, სერიალი უფრო მეტად დააინტერესებს ჭადრაკით ადამიანებს. ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ახლა იწყებს, მაქსიმალურად მიუძღვნა ყველაფერი, რაც შეგიძლია და არასდროს დაიხიო უკან, როცა სირთულეების წინაშე აღმოჩნდები, რადგან ეს რთული თამაშია. ის დიდ ყურადღებას მოითხოვს”, – აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი.
ამ დროისთვის გაფრინდაშვილს აჩერებს პანდემია. როდესაც პანდემია დასრულდება, ტურნირებში ჩართვას გეგმავს:
-„ბოლოს და ბოლოს, ჭადრაკი ის არის, რაც ჩემს ცხოვრებას ენერგიით ავსებს”.
წყარო: calvertjournal.com