ნონა გაფრინდაშვილი 80 წლის გახდა – ქართველი მოჭადრაკის, დიდოსტატის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელის ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეა

3 მაისს, ცნობილი ქართველი მოჭადრაკის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, საერთშორისო დიდოსტატის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტის, ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეა.

ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ჭადრაკით ადრეულ ასაკში 5 წლის დაინტერესდა და პირველ წარმატებებსაც მიაღწია. მისი მწვრთნელები იყვნენ ვახტანგ ქარსელაძე და მიხეილ შიშოვი.

15 წლის ასაკში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.

ხუთჯერ (1964,1974,1981,1983 და 1985) გახდა  საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

ნონა გაფრინდაშვილი 1976 წელს გახდა საერთშორისო დიდოსტატი ქალთა, 1978 წელს ვაჟთა შორის.

1964 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.

სახელოვანი ქართველი მოჭადრაკე 1982 წელს საჭადრაკო ოსკარის მფლობელი გახდა.

1980-1986 წლებში იყო ფიდეს ქალთა კომისიის თვმჯდომარე.

1989 წელს არეულ იქნა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტად, ხოლო 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტია.

მის სახელს უკავშირდება არაერთი წარმატება და თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში ქართველი მოჭადრაკე ქალების უპირობო ჰეგემონია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო საჭადრაკო სამყარო დღესაც გამორჩეული პატივიცემითაა გამსჭვალული ნონა გაფრინდაშვილის მიმართ. საჭადრაკო ოლიმპიადებზე თამაშდება ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის

ნონა გაფრინდაშვილი გახლავთ ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი 1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2002). თავისი თაობის მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალი.

57 წლის შემდეგ ნონა გაფრინდაშვილი ...

1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.

კომენტარები