ნორა კვიციანი გვარამიას – „რა გინდათ, რა ვერ მოგვინელეთ, რას გვერჩით – რამ გაგახსენა ჩემი შვილი“

-„რა გინდათ, რა ვერ მოგვინელეთ, რას გვერჩით, არ გეყოთ ამ ცილისწამებისთვის შვიდ წლამდე ციხე მომახდევინეთ!? ის უკვე მოინელეთ? და ისევ აგრძელებთ არა? ვერ მოინელებთ ამდენ ცილისწამებას, უფალი ხედავს ყველაფერს ვინ ვინა, შენ შორსა ხარ უფლისაგან, მაგრამ სიმართლე და სამართალით დაისჯები, დაელოდე რისხვას უფლისა, თქვენ ხართ ყველა უბედურების ჩამდენი ამ ქვეყანაში და გინდათ სხვას გადააბრალოთ, არ გამოგივა ეს ზღაპრები, საერთოდ გამკვირვებია, რამ გაგახსენა ჩემი შვილი, ბატონო გვარამია, რატო არ გეშინია ამდენი ცილისწამების, ცოდვების, შვილები მაინც დაინდე, ცოდვა არიან, უფალი გვეუბნება მე მომანდეო შენი თავი და მე მივხედავო, მიმიბარები ხართ უფლისთვის იმ სიმართლით, რა სიმართლესაც ეხლა ამჟღავნებთ, ჩემთან რატომ გამოგზავნე შენი ჟურნალისტები, კართან ჩართული კამერით რომ იდგნენ, მე არ გავსულვარ, ჩემი შვილიშვილი გავიდა. რომ მითხრა მთავარი არხის ჟურნალისტები არიანო, გავოგნდი. რა უნდათ თქო ამათ. რას ვიფიქრებდი ისევ , ამ დიდ ბრალდებას ისევ ჩვენ მოგვაყენებდნენ, ბატონო ჩემო, ტყუილად ნუ გაირჯები სხვაზე ნუ გადაგაქვთ აქცენტი. ყველაფრის ცუდის თავი და ბოლო თქვენ ხართ, ძალიან გაგანებივრათ ამ ხელისუფლებამ, რაც არ უნდა დააშავოთ, მაინც ხელშუხლებლები ხართ, ღმერთმა განსაჯოს ტყუილ მართალი! ამინ Nika Gvaramia“, – წერს ყოფილი პოლიტპატიმარი ნორა კვიციანი, სოციალურ ქსელში, –  „მთავარი“ არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას განცხადების შესახებ. 

ნიკა გავრამიას ვარაუდით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი აფხაზეთისკენ წავიდა, – მას ნორა კვიციანის შვილი ბაჩო არღვლიანი უნდა დახვდეს ყალბი პასპორტით. 

 

კომენტარები