ნორვეგიაში AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის შემდეგ კიდევ 2 სიკვდილის ფაქტი დაფიქსირდა

ნორვეგიაში AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის შემდეგ კიდევ 2 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ამის თაობაზე განცხადებას ავრცელებს ნორვეგიის წამლის სააგენტო.

“ჩვენ ვაგრძელებთ ანალოგიურ ანგარიშებს ევროპაში დაფიქსირებულ გვერდით მოვლენებზე, იმისათვის რომ გავარკვიოთ, არის თუ არა დაკავშირებული ეს შემთხვევები AstraZeneca-ს ვაქცინასთან.

 

ნორვეგიის წამლის სააგენტო ნორვეგიაში დაფიქსირებული ყველა შემთხვევის შესახებ ამცნობს ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) და ჯანმოს”- აღნიშნულია განცხადებაში.

 

დაზუსტებულია  ისიც, რომ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კვირის დასაწყისში. 22 მარტს კი უკვე 2 ლეტალური შემთხვევის შესახებ გაირკვა. მიმდინარეობს გამოძიება.

 

ნორვეგიის რეგულატორი არ გამორიცხავს, რომ ლეტალური შემთხვევები შესაძლოა დაკავშირებული იყოს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებასთან.

 

თინათინ გოცაძე

 

წყარო: mkurnali.ge

 

კომენტარები