ნორვეგიელი და ბრიტანელი მეცნიერიები – SARS-CoV-2 ხელოვნურად არის წარმოქმნილი

SARS-CoV-2 ხელოვნურად არის წარმოქმნილი.

ბრიტანულ-ნორვეგიული კვლევა Quarterly Review of Biophysics-ში გამოქვეყნდა, მას მხარს ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, რიჩარდ დეარლოვი უჭერს. ამ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, COVID-19-ის პროტეინის შემცველობა და თანმიდევრობა იმის მანიშნებელია,  რომ ვირუსული ნაწილაკები ხელოვნურად არის შექმნილი.

ვირუსმა გამოჩენის დღიდან დღემდე მუტაცია ნაკლებად განიცადა. ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანის ორგანიზმისთვის სრულად იყო ადაპტირებული.

მეცნიერები კვლევას კვლავ აგრძელებენ, რათა გაარკვიონ, რამდენად აქვს აზრი Biovacc-19-ის (ვაქცინა, რომელსაც კოროავირუსის საწინააღმდეგოდ ტესტავენ) წარმოებას.

ნორვეგიელი მეცნიერი, ბირგერ სორენსენი აცხადებს,  რომ ვირუსული ნაწილაკები,  ბუნებაში არ მოიძებნება.

კორონავირუსის ვირუსული ნაწილები SARS-სგან ძალიან განსხვავდება.მსგავსი ვირუსული ნაწილაკების ბუნებაში აღმოჩენა შეუძლებალია.

კორონავირუსების კვლევა ამერიკამ და ჩინეთმა თავდაპირველად ერთად დაიწყეს. პირველად ამ ნაწილაკებისა და მათი ვირუსში არაბუნებრივი თანმიმდევრობის შესახებ პირველებმა ჩინელმა სწავლულებმა ისაუბრეს, შემდეგ ჩინეთში ყოველგვარი გამოძიება და კვლევა ამ საკითხზე დახურეს.

სორენსენის აზრს იზიარებს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, დეარლოვი, ის უწყებას 1999-2004 წლებში მეთაურობდა.

 

კომენტარები