„ნუთუ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მეტად შესტკიოდა გული, ეგონა, რომ ჩვენ ხალხს დავხოცავდით? გამოვიდოდით, რაღაცას გადავდებდით და რაღაცას გამოვიწვევდით? ხომ ხედავთ, ღმერთმა“ – ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი

-„სააღდგომო მარხვა რომ იყო, იცით, რომ კორონავირუსმა სამყარო შეაშინა, ბოლომდე ვერც ამბობენ, რა არის, როდის მორჩება და როდის წავა. ღმერთმა დაგვიფარა, ხედავთ, საქართველოში როგორი მდგომარეობაა. თუმცა, ექიმებისა და სახელმწიფოს ჩარევას მადლიერებით ვხვდები. ასევე ნებისმიერი ადამიანის, ვინც სიფრთხილე გამოიჩინა და გულთან მიიტანა.

განსაკუთრებით მინდა ის ადამიანები დავლოცო, ვინც ღმერთს არ უღალატა, რადგან ეს სხვა არაფერი არ იყო – ან უნდა გვეღალატა, ან ბოლომდე დავმდგარიყავით და ღმერთი ერსაც გადაგვირჩენდა. მადლობა ღმერთს, რომ ერი ბევრად გონიერი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი ნაკითხი ადამიანი. არ ვგულისხმობ მხოლოდ მთავრობას ან ოპოზიციას.

ღმერთმა ყველას შეუნდოს, ყველას თავისი ცოდვები აქვს. ჩემიდან დაწყებული სხვებსაც, უბრალოდ, ალბათ, აწი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ. პირველ რიგში უნდა ვეძიებდეთ, რაღაც საქციელი სათნო არის თუ არა უფლისთვის. ნუთუ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მეტად შესტკიოდა გული, ეგონა, რომ ჩვენ ხალხს დავხოცავდით? გამოვიდოდით, რაღაცას გადავდებდით და რაღაცას გამოვიწვევდით? ხომ ხედავთ, ღმერთმა როგორ გამოაჩინა, დაიფარა თუ არა „ეკლესიის კლასტერი“?“, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა  დღევანდელი ქადაგებისას.

კომენტარები