ნუკრი ქანთარია: მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება, უკრაინის პრეზიდენტს, პუტინმა სთხოვა

დეპუტატი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება უკრაინის პრეზიდენტს პუტინმა სთხოვა. ამის შესახებ ქანთარიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვლადიმერ ზელენსკი მალე დარწმუნდება, რომ სააკაშვილი უკრაინაში „ამრევად“ ჩაიყვანა.

“ზელენსკი ძალიან ნიჭიერი კაცი გახლავთ. ის თავად დაინახავს და დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი “ამრევად” ჩაიყვანა უკრაინაში. თუ რაში წაადგება, ამას მომავალი გვიჩვენებს. რამდენიმე ხნის წინ პუტინმა სთხოვა ზელენსკის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობა აღედგინა. მან მეორე დღესვე მიიღო ეს გადაწყვეტილება. სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას ზელენსკის სხვა ადამიანებიც სთხოვდნენ, მაგალითად, ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. მისივე თქმით, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი კიდევ ერთხელ უნდა დააყენოს. „აბსოლუტურად ლოგიკურად მიმაჩნია, რომ კვლავ მოხდეს იმ ადამიანის ექსტრადირების საკითხის დაყენება, რომელიც არის ძებნილი. მგონია, რომ ასეც უნდა მოხდეს“, – განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები