„ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველო დაეცემა, რომ საქართველო დანაწევრდება!“ – ილია მეორე

-„ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველო დაეცემა, რომ საქართველო დანაწევრდება! წმინდა გიორგი, თავისი ღვაწლით, ანდრია მოციქული, წმინდა ნინო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მფარველობენ ჩვენს ქვეყანას და ღმერთი ამთლიანებს საქართველოს! სულ ტყუილად ცდილობს მტერი ჩვენს გათიშვას, სულ ამაოდ ჰგონია, რომ შეძლებს საქართველოს დაყოფას! ქართველ ადამიანში იმდენი მადლია, იმდენი სიყვარულია ღვთისა, რომ საქართველო არ დაიყოფა! ოღონდ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სიწმინდე, გავუფრთხილდეთ მას! უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქართველობა!..
მთელი საქართველო – ეს არის ანთებული სანთელი ღვთის წინაშე! თქვენ იცით, საქართველოში ყოფილა მრავალი პატრიარქი და ყველას უთქვამს, რომ ასეთი მორწმუნე, მოსიყვარულე ერი მსოფლიოში არსად უნახავთ. დიდება და მადლობა უფალს – ეს არის ღვთის წყალობა, ეს არის მისი ლოცვა-კურთხევა და ჩვენ ვმადლობთ მას!“

პატრიარქი ილია მეორე

კომენტარები