ნუცა მახვილაძე 22 წლის გახდებოდა… – „მერე რა, რომ ზამთარია…happy birthday, დე”

-„დედას ნუცა 22ს… მერე რა, რომ ზამთარია…happy birthday, დე”, – წერს ინსტაგრამზე მაია ასათიანი.

ნუცა მახვილაძე   22 წლის გახდებოდა.

ნუცა მახვილაძე მენინგოკცემიის დიაგნოზით, 2017 წლის თებერვალში დაიღუპა.

გოგონა უნიჭიერესი გახლდათ და როგორც მისი მეგობრები ამბობენ, როგორც სკოლაში, ასევე უნივერსიტეტში საუკეთესოდ სწავლობდა.

მაია საუკეთესო დედა გახლდათ, მთელ თავის ცხოვრებას პატარა ნუცას უძღვნიდა.

პარიზში, ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც მაია ასათიანის გოგონა ნუცა მახვილაძე სწავლობდა, მისი სტიპენდია ოფიციალურად დაწესდა.

როგორც სასწავლების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, სტიპენდია ყოველწლიურად გადაეცემა სტუდენტს საქართველოდან, რომელიც წარმატებული და ნუცასავით ბეჯითი იქნება.

კომენტარები