„ნუ ვეძებთ განსაკუთრებულ სიმპტომებს, კორონავირუსის არსებობა რომ დავიჯეროთ – რატომღაც მიაჩნიათ, განსაკუთრებული სიმპტომები“ – ზურაბ ბალანჩივაძე

-„ნუ ვეძებთ განსაკუთრებულ სიმპტომებს,  კორონავირუსის არსებობა რომ დავიჯეროთ, – ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს. მე თუ გამიმართლა და ძლიერი იმუნიტეტი აღმომაჩნდა, აქ ჟანგბადის დანადგარით ან გადასხმით არ ვწევარ, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას არ დასჭირდება.

თავს კარგად ვგრძნობ. სიმპტომები არ დამძიმებულა, ექიმები აცხადებენ, რომ პროცესი კარგად მიდის.

დღეს კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან მე-7 დღეა. სისხლის ანალიზი ამიღეს, უახლოეს დღეებში ტესტირებაც ჩამიტარდება. ძალიან ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელებში სიმპტომებთან დაკავშირებით მწერს.

რატომღაც მიაჩნიათ, განსაკუთრებული სიმპტომები უნდა გქონდეს,- სიცხე, ხველა, არ არის საკმარისი, ალბათ, თვალებიდან სისხლი უნდა გდიოდეს, არ ვიცი, რათა დაიჯერონ ვიღაცებმა, რომ ვირუსი არსებობს. ზოგს ყელის ტკივილით ეწყება, ზოგს – ხველით, ზოგს – ცხვირში გაჭედვით, რაც მაგალითად, პირადად მე მქონდა, ან გემოსა და სუნის შეგრძნების დაკარგვით და ასე შემდეგ. თავისთავად ცხადია, ეს სხვა დაავადებებსაც ახასიათებს, მათ შორის, უბრალო გაციებასაც, მაგრამ აქ ერთი პასუხი მაქვს: თავის ტკივილი იცის გაციებამაც, ნაბახუსევმაც და კიბომაც. აქედან გამომდინარე, ნუ ვეძებთ განსაკუთრებულ სიმპტომებს, რომ დავიჯეროთ კორონავირუსის არსებობა, შეიძლება ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს.

ეს ვირუსი ყველაზე მეტად სასუნთქი გზებისკენ მიდის. ამიტომ, ღრმად ჩაისუნთქეთ, გაბერეთ მკერდი, ცოტა ხნით გააჩერეთ ჰაერი. თუ ამას ვერ შეძლებთ და ხველა აგივარდებათ, დიდი ალბათობით, ეს საყურადღებოა. რა თქმა უნდა, 100%-ით ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ეს ფილტვებთან, ბრონქებთან დაკავშირებით იძლევა პასუხს,  შესაძლოა, იქ რაღაც პროცესი იყოს წასული. ეს არის სამოყვარულო დონეზე, რადგან სუნთქვის გაძნელება ერთ-ერთი მანიშნებელია და პროცესი იწყება ამ შეუკავებლობით“, – განაცხად ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელმა, გადაცემა „იმედის დილის“ წამყვანმა, ზურაბ ბალანჩივაძემ განაცხადა

მისი ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 348 პაციენტი. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9753 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5235 ადამიანი, გარდაიცვალა 62 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5655 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1230, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები