“ნუ ხარობ სხვისი დაცემით, მარცხით, სირცხვილით, რადგან ეს დაცემა, ეს მარცხი, ეს სირცხვილი შენს კართანაც დაიჩოქებს!

ირმა ინაშვილი :

ბერი,რომლისგანაც მრავალი წლის წინ ეს შეგონებები მოვისმინე, სულ ახალგაზრდა აღესრულა. წლები გავიდა და ეს სიტყვები გონებაში დამრჩა. “ნუ ხარობ სხვისი დაცემით, მარცხით, სირცხვილით, რადგან ეს დაცემა, ეს მარცხი, ეს სირცხვილი შენს კართანაც დაიჩოქებს! ნუ ხარობ სხვისი წარუმატებლობით და სიღარიბით, რადგან ორჯერ მეტი სიღრმის ორმოში ჩავარდები. ნუ იწონებ თავს, რომ ჭკვიანი, გამარჯვებული და დანაყრებული ხარ, რადგან თუ ღმერთს არ უნდა, პურის მარცვალი ქვად გექცევა, ხოლო გამარჯვების გვირგვინი- დაჭკნება. ყოველდღე უთხარი შენს თავს, რომ არავინ ხარ, მტვერი ხარ!!! და დაფასდება შენი არარაობა. ილოცე, რომ დღეგრძელნი იყვნენ შენი მოშურნისა და მტრის შვილები, რადგან მტრედია ყოველი ბავშვი და მტრის შვილზე მეტად უნდა ზრუნავდე, ვიდრე მოყვასისაზედ. არ გინდა ოქრო, არცა ვერცხლი, არცა ავლა- დიდება მიწიერი, რადგან მადლს ღვთისას ოქროთი ვერ მოიხვეჭ… ნუ იტყვი, რომ სხვაზე კარგი ხარ, რადგან შეიძლება ამ სხვაზე მძიმე იყოს შენი ცოდვა. წადი, იფიქრე, შეძრწუნდი და დაიტირე, რადგან იქაა შვება და სინათლე, სადაც წრფელი გულია”-წერს ირმა ინაშვილი

კომენტარები