„ზოგჯერ თავს არ ზოგავ, ადამიანისთვის ბოლომდე დაიხარჯო. არც სამაგიეროს მოლოდინში ხარ – უბრალოდ, ლანძღვა მაინც არ დაიწყოს“- გიორგი ფხაკაძე

რადიო ,,ჯორჯიან თაიმსი”,-  მამა პეტრე და გიორგი ფხაკაძესთან ერთად-  თემა ,,აგრესია.”
-„ზოგჯერ თავს არ ზოგავ, ადამიანისთვის ბოლომდე დაიხარჯო. არც სამაგიეროს მოლოდინში ხარ. არც ფიქრობ, იგივე გაგიკეთოს. არც იმას ითხოვ, რომ მადლობა გადაგიხადოს. უბრალოდ, ლანძღვა მაინც არ დაიწყოს და უმადურობაში არ გადაეშვას. თუმცა, უმეტესად ასე ხდება. რაც მეტს აკეთებ, უფრო მეტს ითხოვენ და გავალდებულებენ.
თითქოს. მათი ვალი გქონდეს და უკან დაბრუნება დაგაგვიანდა. შემდეგ  იწყება აგრესია, მრისხანება… საბოლოოდ ეს ყველაფერი შეურაცხყოფაში გადადის. აგრესია უმეტესად პატარა ადამიანობის სინდრომით შეპყრობილებს ახასიათებთ, რომლებიც ვერაფრით იმკვიდრებენ თავს, სხვების შეურაცხყოფით იკაფავენ გზას, თუმცა, ჩიხში შედიან. იქიდან გამოსვლა ძალიან რთულია…“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა, გიორგი ფხაკაძემ .

ზოგჯერ თავს არ ზოგავს -ნახეთ ვიდეო

კომენტარები