ოდესაში, გამოსასწორებელ კოლონიაში, პატიმრები აჯანყდნენ
უკრანის ქალაქ ოდესაში, გამოსასწორებელ კოლონიაში დღეს არეულობა იყო.
როგორც რუსული ინტერნეტ-მედია იტყობინება, დაახლოებით 100-მა ადამიანმა, ციხის შენობის ბლოკირება შეძლო.
ბუნტის მოწყობის სავარაუდო მიზეზი, პატიმრების არასათანადო საცხოვრებელი პირობებია.
შენობაში მობილუზებული იყო დამატებითი ძალებიც.
„კოლონიის პატიმრები, აჯანყებულების წინააღმდეგ, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყობაზეც საუბრობენ.“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
არეულობის შედეგად, დაშავებულია 1 პატიმარი და პოლიციის 4 თანამშრომელი.
გამოძიება წესრიგის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.