ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 10-მდე საფლავი გაძარცვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 10-მდე საფლავი გაძარცვეს.

წაღებულია ღობისა და კარების ფრაგმენტები. შემთხვევა, სავარაუდოდ, ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები