ოზურგეთში, ზაზა ფაჩულიას სახელობის გალფის საკალათბურთო მოედანი აშენდება – მეოთხე სტადიონი

ქალაქ ოზურგეთში, ზაზა ფაჩულიას სახელობის გალფის საკალათბურთო მოედნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ოფიციალურ პირებთან ერთად, ზაზა ფაჩულიამ და კომპანია გალფის ხელმძღვანელობამ მშენებლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. საკალათბურთო კორტი ოზურგეთში შემოქმედელის ქუჩაზე აშენდება.

ღონისძიებას ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, პეტროკას ენერჯი ჯგუფის პრეზიდენტი ვანო ნაკაიძე და კომპანია გალფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ეს, ზაზა ფაჩულიას სახელობის მეოთხე სტადიონია, რომელსაც კომპანია გალფი გახსნის.

საკალათბურთო მოედნის მშენებლობა ნავთობკომპანია გალფის ორგანიზებითა და ქალაქს ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

კომენტარები