ოთარ კახიძე: ხელისუფლება ახალისებს პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობას

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ოთარ კახიძე ოპოზიციური პარტიის აქტივისტ, ლევან ცუცქირიძეზე ჯგუფური თავდასხმისა და ძალადობის ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით ხელისუფლება ახალისებს ოპონენტებზე ძალადობას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

ოთარ კახიძე ამბობს, რომ ასეთი ზონდერ ჯგუფების უკან დგას ქართული ოცნება და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს გამოიძიონ ეს ფაქტი.

“მოვუწოდებთ პროკურატურას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს მომხდარი და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ დამნაშავეები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი დასტური, რომ თავდამსხმელთა უკან დგას ქართული ოცნება.

ხელისუფლების მხრიდან ზონდერ ჯგუფების გამოყენება ოპოზიციის წარმომადგენლებზე ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ქმნის წინასაარჩევნოდ ძალადობრივ ფონს და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას ჩვენ საზოგადოებაში“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

წყარო: “report.ge”.

კომენტარები