ოთხი დიდი მოაზროვნე: ლაიბნიცი, ჰეგელი, ილია ჭავჭავაძე და ჰაიდეგერი ერთი იდეის, თემის ერთ ყალიბს მიზიდავენ! – მამუკა კარტოზია:

 – “ჩემთვის ძალზე პატივსაცემმა მეგობარმა დღეს შემახსენა ლაიბნიცის ეპოქალური მაქსიმა- აწმყო, შობილი წარსულისგან– არის მშობელი მომავლისა.

ლაიბნიცის ეს ფორმულა ბრწყინვალედ გადმოიღო ქართულად დიდმა ილია ჭავჭავაძემ. ილია მომავალზეა ორიენტირებული თავის პოეზიით და ფილოსოფიით. (“აწმყო თუ აღარ გვწყალობს, მომავალი ჩვენია”). ილია მომავალს განიხილავს როგორც ნამყოსა და აწმყოს დიალექტიკური განვითარების რეზულტატს, მათ მიზეზ–შედეგობრივი კავშირით განპიროვნებულ დროს..

ოთხი დიდი მოაზროვნე: ლაიბნიცი, ჰეგელი, ილია ჭავჭავაძე და ჰაიდეგერი ერთი იდეის, თემის ერთ ყალიბს მიზიდავენ. მაგრამ გენიოსთა გონი ქმნის ” იმავეს, მაგრამ სხვას” აზროვნების ფილიგრანული ტექნიკით და სიტყვის ჯადოქრობით რეალიზებულ თავისუფალ ფილოსოფიურ ვარიაციებს. და ბოლოს, ილია ჭავჭავაძესთან მომავლის დომინანტი, მომავალზე ორიენტირება, ქართული, კონკრეტულ–ისტორიული გონით არის ნაკარნახევი”

 – წერს მამუკა კარტოზია

კომენტარები