ოთხი მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფონიჭალასა და მარნეულში ოთხი მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს.

ბრალდებულები სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემურად ასაღებდნენ.

„სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა. ასევე, მათ პირადი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება,” – აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები