ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები ამჯერად ბზიფის მიდამოებში გაჩნდა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები ამჯერად ბზიფის მიდამოებში გაჩნდა.  სტიქიასთან გასამკლავებლად დასახლებაში სახანძროს ორი ეკიპაჟი გაგზავნეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარს გაგრაში უკვე რამდენიმე დღეა, ებრძვიან.  გავრცელდა ინფორმაცია, – სტიქია საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა, დაშორება მხოლოდ 100 მეტრი იყო. თუმცა, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.

ცეცხლი ასევე გავრცელებულია ახალი ათონის მიდამოებშიც.

ფოტოები – გაგრა ამ წუთებში 

კომენტარები